მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი საკუთარი ოჯახის წარსულზე ალაპარაკდა 12.01.2026 22:19

 

ფრანგი ევროპარლამენტარი ჯერ ფსევდონიმმა დააბნია, ცოტახნის შემდეგ კი გაიხსენა, რომ იუვენ გიდონი, იგივე რუბენ გლუკსმანი, მისი არცთუ ისე შორეული წინაპარი - ბაბუა იყო. ინტერვიუს მცირე ნაწილი გლუქსმანების ოჯახის ისტორიის დოკუმენტური ფილმიდანაა.. ჟურნალისტ სტივ ჟურდენის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი, ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გვიყვება, თუ როგორ იქცა რუბენ გლუკსმენი ბოლშევიზმის ერთგულ ჯარისკაცად და სტალინური რეჟიმის საიდუმლო აგენტად.

ფრანგი ევროპარლამენტარი ამტკიცებს, რომ საკუთარი ახლო წინაპრის პოლიტიკური ისტორია ამ ფილმის ავტორებისგან შეიტყო. სამაგიეროდ, კარგად იცნობს საქართველოს უახლეს ისტორიას, სადაც პოლიტიკურ პროცესებში თავადაც აქტიურად იყო ჩართული. სწორედ ეს პერიოდი და მიხეილ სააკაშვილის მრჩევლის პოსტზე მუშაობა გაახსენა დღეს რაფაელ გლუქსმანს მმართველმა გუნდმა.

რაფაელ გლუკსმანისა და მისი ოჯახის პოლიტიკური წარსულის შესახებ შეკითხვებზე დღეს პასუხი არ სურთ სააკაშვილის პარტიაში.

სააკაშვილის ლობისტ ევროპარლამენტართან ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობა არ უკვირთ სახელისუფლებო პარტიაში. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ საქართველოს შესახებ რაფაელ გლუქსმანის მიერ გაკეთებული განცხადებები ობიექტური ვერ იქნება.

საგამოძიებო ფილმი, რომელიც ფრანგულ პლატფორმაზე - "პუბლიკ სენატის" ეთერში გავა, ისტორიულ ცნობებზე დაყრდნობით, გვიყვება ისტორიას უფროსი გლუქსმანის შესახებ, რომელმაც ავსტრიის, პალესტინის, გერმანიის, საფრანგეთის საზღვარი ერთი მიზნით -  ბოლშევიკური იდეოლოგიის გასავრცელებლად გადაკვეთა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ