14.01.2026 22:01
წმინდა სერაფიმ საროველს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მიმართ.
რუს წმინდანთაგან, ალბათ, ისე არავინ უყვარს საქართველო როგორც - სერაფიმე საროველს.
"არასოდეს ეომოთ ივერიას, რადგან ამით ღვთისმშობელს შეებრძოლებით...
ამ მიწაზე მზაკვარი ანტიქრისტე ვერ გამეფდება და უკანსაკნელ ჟამს საუფლო ტრაპეზზე ღვინო ივერიიდან მოვა..."
წმინდა სერაფიმ საროველს განსაკუთრებით უყვარდა ბავშვები, ვინც კი მას ნახავდა, ყველა ერთს ამბობდა - გარეგნობით მოხუცია, მაგრამ გული ბავშვივით მოსიყვარულე აქვსო..
ღამით წმინდანის სენაკთან მიდიოდნენ მხეცები: დათვები, მგლები, კურდღლები და მელიები, გველები, ხვლიკები და სხვა ქვეწარმავლებიც მოხოხავდნენ. წმინდა სერაფიმე სენაკიდან გამოდიოდა და მათ თავისი საპურიდან აჭმევდა.
ცნობილია, რომ სერაფიმე საროველს გამოცხადებით ემცნო: „დედამიწაზე ღვთისმშობლის პირველი წილხვედრია საქართველო - ივერია, მეორე - ათონი, მესამე - კიევო-პეჩორის ლავრა და მეოთხე იქნება დივეევო.
აღსასრულამდე რამოდენიმე დღით ადრე, წმინდანს ღვთისმშობელი გამოეცხადა და ამცნო ამ ქვეყნიდან გასვლის დღე.
წმინდა სერაფიმ საროველი აღესრულა მუხლმოდრეკილი - ღვთისმშობლის ხატის წინაშე.
ავტორ(ებ)ი :