14.01.2026 11:45
პუტინის შეჩერება მხოლოდ ტრამპს შეუძლია, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ „ბიბისისთან" ინტერვიუში განაცხადა.
ნავროცკის თქმით, რუსეთის ლიდერს არ უნდა ენდო, მაგრამ ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ტრამპს უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებში.
ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპი მსოფლიოში ერთადერთი ლიდერია, რომელსაც შეუძლია პუტინის მხრიდან ევროპისთვის საფრთხის შექმნის შეჩერება.
ნავროცკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ, მათი ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებების მიუხედავად, კვლავ რჩება ევროპაში უსაფრთხოების გარანტად.
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, „მხარდაჭერასა და დიდ პატივისცემას იმსახურებს", რასაც დონალდ ტრამპი ევროპელების ინტერესების გათვალისწინებით აკეთებს.
როგორც ნავროცკიმ აღნიშნა, ხედავს, როგორ შორდება ევროპა შეერთებულ შტატებს და, მისი თქმით, ეს კარგი არ არის არც ევროკავშირის ეკონომიკური და არც სამხედრო უსაფრთხოებისთვის.
ამასთან, გრენლანდიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს დისკუსია უნდა დარჩეს დანიის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის.
ნავროცკის თქმით, დარწმუნებულია, რომ საკითხი გადაწყდება ნატო-ს მეშვეობით და დანიასა და აშშ-ს შორის დიალოგის გზით.
ავტორ(ებ)ი :