14.01.2026 20:55
ევროპელი და ისრაელელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ირანში სამხედრო ჩარევის ალბათობა უკიდურესად გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ორი ევროპელი ოფიციალური პირის განმარტებით, სამხედრო ჩარევა, დიდია ალბათობით, გარდაუვალია. ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავს, რომ ოპერაცია, შესაძლოა, უახლოესი 24 საათის განმავლობაში დაიწყოს.
პარალელურად, ისრაელის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ჩარევის გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის დაგეგმილი ოპერაციის მასშტაბები და ზუსტი დრო.
ავტორ(ებ)ი :