ოდესაში რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა 16.04.2026 12:11

რუსული მხარის მიერ ოდესაში განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 დაშავდა.

„სამწუხაროდ, გვყავს დაღუპულები. დაშავებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწევათ", - განაცხადა ქალაქის მერმა სერგეი ლისაკმა.

თავდასხმის შედეგად რამდენიმე რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურაც.

როგორც უკრაინული მედია წერს, ხანძარი გაჩნდა რამდენიმე ობიექტზეც.

სამაშველო სამსახურები შემთხვევის ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ