იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი გააუქმა ტრამპის მიერ მელონის შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო 19.06.2026 18:47

 

დონალდ ტრამპის კომენტარებმა ჯორჯია მელონის შესახებ იტალიურ მედიასაშუალებასთან ახალი დიპლომატიური ინციდენტი გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ პარასკევს განაცხადა, რომ აუქმებს შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტს, სადაც ტრამპის გავრცელებული განცხადებების საპასუხოდ, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს უნდა შეხვედროდა.

ტაიანიმ ტრამპის ბრალდებებს „შემაურაცხმყოფელი" უწოდა, ხოლო მელონიმ განაცხადა, რომ ისინი „სრულად შეთხზულია".

იტალიურ ტელეკომპანია La7-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ მელონიმ სამიტზე ფოტოს გადაღება „ეხვეწა" და მან ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ შეეცოდა ის.

მელონიმ პარასკევს დილით გამოქვეყნებულ მწვავე ვიდეომიმართვაში უარყო ეს განცხადებები და აღნიშნა, რომ ისინი „დაუყოვნებლივ პასუხს" იმსახურებდნენ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ