სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს 04.06.2026 11:12

პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, ამოღებულია 148 ე.წ. მაინერი.

 

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ექვსი სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩენილია კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები, ე.წ. მაინერები.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.

 

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა.

 

ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ