აშშ-ს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „ოქროს გუმბათისთვის“, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ -დონალდ ტრამპი 14.01.2026 17:25

ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „ოქროს გუმბათისთვის", რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნატო უნდა იყოს ლიდერი ამ პროცესში, რადგან ალიანსი თუ არ გააკეთებს ამას, რუსეთი და ჩინეთი გააკეთებენ, რაც არ მოხდება.

„სამხედრო თვალსაზრისით, შეერთებული შტატების უზარმაზარი ძალის გარეშე, რომლის დიდი ნაწილიც ჩემი პირველი ვადის განმავლობაში ავაშენე და ახლა ახალ და კიდევ უფრო მაღალ დონეზე ვზრდი, ნატო ვერ იქნებოდა ეფექტური ძალა ან შემაკავებელი ძალა - ახლოსაც კი არაა. მათ ეს იციან და მეც ვიცი. ნატო გაცილებით ძლიერი და ეფექტური ხდება გრენლანდიის შეერთებული შტატების ხელში ყოფნისას. ამაზე ნაკლები ნებისმიერი ზომა მიუღებელია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ