14.01.2026 21:51
საფრანგეთი გრენლანდიაში საკონსულოს გახსნის. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ რადიოინტერვიუში განაცხადა.
საფრანგეთის დიპლომატიური მისია გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში 6 თებერვალს გაიხსნება.
მინისტრის განმარტებით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი „პოლიტიკური სიგნალია" იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარამ - დანიის მმართველობის ქვეშ არსებული ტერიტორიის შესაძლო მითვისების შესახებ - ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა გრენლანდიაში საკონსულოს გახსნის გეგმების შესახებ ჯერ კიდევ ივნისში, ნუუკში ვიზიტისას განაცხადა.
ავტორ(ებ)ი :